ოთხშაბათი, 24.04.2024, 13:39
მოგესალმები სტუმარი

ტელე და კინო სიახლენი

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
მინი-ჩეთი
სტატისტიკა

ონლაინშია სულ: 1
სტუმრებიდან: 1
მომხმარებლებიდან: 0
მთავარი » სტატიები » ტელევიზია » ტელევიზია

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 3
ნაჩვენებია მასალა: 1-3

დალაგება: დროით · დასახელებით · რეიტინგით · კომენტარებთან · ნაყურებთან
რეკლამა (ლათ. reclamo - „წამოვიყვირებ") — ინფორმაცია გავრცელებული ნებისმიერი მეთოდით, ნებისმიერი ფორმით და ხერხით, მიმართული საზოგადოების ფართო მასებისთვის, რეკლამირების ობიექტის მიმართ მათი ყურადღების მიპყრობის და/ან ინტერესის გაღვივების მიზნით.
ალტერნატიული განსაზღვრებით, რეკლამა ფასიანი ცალმხრივი კომუნიკაციაა, რომელშიც განსაზღვრულია სპონსორი და ინფორმაცია კი მართვადი. რეკლამის ვარიანტებია: პუბლიკაცია, "პიარი", პროდუქტის ჩასმა, სპონსორობა, გაყიდვების წახალისება. ამგვარი ინფორმაციის გასავრცელებლად მედიის ყველა სახეობა გამოიყენება: ტელევიზია, რადიო, ფილმები, ჟურნალები, გაზეთები,ინტერნეტი და ბილბორდები. ძველ საბერძნეთში და რომში სარეკლამო განცხადებებს წერდნენ , ცნობილია ბეჭდური სარეკლამო განცხადება ინგლისში, რომელიც 1473 წლით თარიღდება, ხოლო 1611 წელს ლონდონში შეიქმნა მსოფლიოში პირველი სარეკლამო ბიურო დღეს რეკლამა განიხილება როგორც მარკეტინგის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. რეკლამა მეურნეობის სისტემაში- ეს არის საინფორმაციო პროპაგანდისტული და ღონისძიებების ერთობლიობა, გამიზნული მოსახლეობის მოთხოვნილებებზე. სარეკლამო ინფორმაცია- ეს არის პოტენციური მყიდველების შეტყობინება საქონელთა შესახებ, მათი დანიშნულებისა და თვისებების, გაყიდვის ადგილებისა და პირობების, აგრეთვე შეთავაზებული მომსახურების შესახებ. საქონელთა პროპაგანდა-ეს არის საქონლის შესახებ ცნობების გავრცელება და გაღრმავებული განმარტება მყიდველებზე ზემოქმედებისა და მასში ყიდვის მოთხოვნების გაჩენის მიზნით. რეკლამის ძირითადი პრინციპები- გეგმაზომიერება და ინფორმაციულობა.
პირველი ლეგალური სატელევიზიო რეკლამა ეთერში გავიდა 1941 წლის 1 ივლისს აშშ–ში. ბეისბოლის მატჩის შესვენების დროს გამოჩნდა საათების მწარმოებელი კომპანია Bulova-ს რეკლამა, რომელშიც მან 4 აშშ დოლარი გადაიხადა.
პირველი სარეკლამო გმირი, რომელიც მთლიანად კომპიუტერის დახმარებით შეიქმნა (1993 წ.), არის თეთრი დათვი, რომელიც კოკა-კოლას მიირთმევს.

რეკლამის წარმოშობისა და განვითარების ისტორიარეკლამა თანამედროვე ადამიანს თან სდევს თითქმის ყოველ ნაბიჯზე. ჩვენ გამუდმებით რეკლამის სამყაროში ვიმყოფებით. რეკლამა მტკიცედ დამკვიდრდა საზოგადოებაში და ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

რეკლამას, ისევე როგორც სხვა საზოგადოებრივი მოვლენებს აქვს თავისი წარმოშობის და განვითარების ისტორია. ზეპირი რეკლამა პირველად ჩაისახა მონათმფლობელურ ბაზარზე. მონის ყიდვას თან ახლდა მისი ღირსებების თავისებური ანოტაცია: " მას ორივე ყურით შესანიშნავად ესმის, თვალებით კარგად ხედავს, მას აქვს ორი ხელი და ორი ფეხები, რომლებიც კარგად დარბიან"... შუა საუკუნეების ევროპის რეკლამის მძაფრ განვითარებას ხელი შეუწყო გაზეთებისა და ჟურნალების გამოჩენამ. მსოფლიოში პირველ გაზეთად, რომელიც სარეკლამო შეტყობინებებს აქვეყნებდა, ითვლებოდა ხელით დაწერილი რომაული გაზეთი „ცტა იუზნუ" („ყოველდღიური ამბები"). ერთ-ერთი პირველი სარეკლამო მასალა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია ეგვიპტური პაპირუსია, მასში მონის გაყიდვის შესახებ იუწყებიან.
თანდათან საზოგადოებრივმა პროგრესმა მოითხოვა რეკლამა, ამიტომაც იყო, რომ 1473 წელს ინგლისში გამოჩნდა პირველი ბეჭდური სარეკლამო განცხადება, ხოლო XV საუკუნის მიჯნაზე და XVI საუკუნის დასაწყისში ვენეციელმა წიგნის გამყიდველმა ა. მანუციმ მომხმარებლის მიზიდვის მიზნით, დაიწყო წიგნების სათაურების ქაღალდის ცალკე ფურცლებზე ბეჭდვა და თავისი მაღაზიის წინ ვიტრინებში გამოფენა. ამდენად მყიდველი კარებშივე ეცნობოდა წიგნების სარგებლობას,ხოლო უკვე 1611 წელს ლონდონში შეიქმნა ა. გორაჟისა და უ. კოპის პირველი სარეკლამო ბიურო.
რეკლამა ტელევიზიის საშუალებით ღრმად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, დიდ გავლენას ახდენს ჩვენ საზოგადოებაზე.
მაინც რა არის რეკლამა? რეკლამა ლათინური სიტყვაა და „ყვირილს" ნიშნავს. რეკლამის განვითარების თვალსაჩინოებისთვის „მაუწყებლების" არსებობაც კმარა, ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში არსებობდნენ მაუწყებლები. ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩებში დადიოდნენ და მეფის ახალ-ახალ ბრძანებულებებს თუ სხვა (მათ შორის კომერციულ) ინფორმაციას გაჰყვიროდნენ, სწორედ აქედან გაჩნდა სიტყვა „რეკლამა", ანუ წამოძახილი.
ამერიკელმა პუბლიცისტმა ვენს პაკარდმა რეკლამას ასე უწოდა „ხელოვნება დაუმიზნო თავში და მოარტყა საფულეში"
რეკლამა ეს არის ინფორმაცია გავრცელებული ნებისმიერი მეთოდით, ნებისმიერი ფორმით და ხერხით, მიმართული საზოგადოების ფართო მასებისთვის, რეკლამირების ობიექტის მიმართ მათი ყურადღების მიპყრობის და ინტერესის გაღვივების მიზნით.
დღეს რეკლამა განიხილება, როგორც მარკეტინგის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი.
თანამედროვე საზოგადოებაში რეკლამა განიხილება, როგორც ,,გაყიდვების სტიმულატორი”, რეკლამა – ეს გახლავთ ინფორმირება ვინმესი, რაიმეს შესახებ! ინფორმაციის გავრცელების მრავალი საშუალება არსებობს: ტელევიზია, რადიო, ფილმები, ჟურნალები, გაზეთები, ინტერნეტი, კინო და ბილბორდები. აღსანიშნავია ერთი ფაქტი – კარგ რეკლამას უკვეთავს არა ის, ვისაც ბევრი ფული აქვს არამედ ფული შესდის მას, ვინც სწორ და კარგ რეკლამირებას უწევს თავის პროდუქტს. რეკლამა ხდება კომპანიის ლიდერობის სიმბოლო.
რაც შეეხება რეკლამის ამოცანებს და ფუნქციებს რეკლამას შეიძლება ქონდეს შემდეგი სამი ძირითადი ფუნქცია: ინფორმირება, მარკის ან საქონლის შესახებ მოქმედებისკენ წაქეზება, შეხსენება და იმიჯის.
როგორც წესი, სარეკლამო საქმეს ეწევიან სპეციალური ფირმები და სააგენტოები, საწარმოებისა და სავაჭრო კომპანიების, მსხვილი დაწესებულებების გამომცემლობების და სხვ. სარეკლამო განყოფილებები. სარეკლამო შეზღუდვები: მსოფლიოს ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში სპეციალური კომისია აკონტროლებს რეკლამის შინაარსა და სისწორეს. საქართველოში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც რეკლამა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 12 საათს, ზოგიერთ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტადაა შეზღუდული სარეკლამო ბლოკის ხანგრძლივობა. სარეკლამო ბაზარი საქართველოში უკვე კარგა ხანია დამკვიდრდა და დინამიკურადაც ვითარდება.
ფაქტია, რომ ნებისმიერ გამყიდველს, პოლიტიკოსსა და დაწესებულებას სურს საკუთარი თავი, საქმიანობა თუ პროდუქცია საზოგადოებას რაც შეიძლება კარგი კუთხით წარუდგინოს და ამის შედეგად მეტი სარგებელი ნახოს. რეკლამის საშუალებით კი მათ შეუძლიათ მომხმარებელზე მიზანმიმართული ინფორმაციული ზემოქმედება. ყოველივე ზემით ნათქვამი ცხადყოფს, რომ განვითარებულ და ცივილიზებულ კაცობრიობას წინსვლისთვის რეკლამა აუცილებლად სჭირდება, თუმცა რეკლამა ეფექტური მაშინაა,როდესაც ის მომხმარებლის ინტერესებს ემსახურება. ამიტომ რეკლამა უნდა იყoს სანდო, მომხმარებლის ინტერესებს მორგებული, ასევე ორიგინალური და ნოვატორული, რადგანაც, რეკლამა ეს არის შემოქმედებითი სფერო, რომელიც მუდმივად სიახლეებს მოითხოვს.
ტელევიზია | ნანახები: 911 | Author: გელა | დაამატა: gela | თარიღი: 12.11.2012 | კომენტარები (1)


51 წლის წინ, 1956 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ტელეხედვის სტუდია ეთერში გავიდა. შემოქმედებითმა ჯგუფმა ტელეანძის პატარა სტუდიიდან ეთერში ორსაათიანი გადაცემა გაიყვანა. დედაქალაქის ამბებისა და მილოცვების შემდეგ მაყურებელმა ტელეეთერით პირველად, მხატვრული ფილმი "აბეზარა" ნახა.
ერთწლიანი მზადებისა და ორთვიანი რეპეტიციების შემდეგ საღამოს რვა საათზე ტელევიზიის გახსნისადმი მიძღვნილი ტელეგადაცემა ლია მიქაძის მისალმებით გაიხსნა.
41 წელი გავიდა "მოამბის" დაარსებიდან. საინფორმაციო სამსახურმა ყოველდღიური მაუწყებლობა ტელევიზიის შექმნიდან ათი წლის შემდეგ დაიწყო. წლებთან ერთად იცვლებოდნენ დიქტორები თუ წამყვანები, იცვლებოდა საინფორმაციო გამოშვების სახელწოდებაც. დღეს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ახალი ამბები ყოველდღე იმ სახელწოდებით გადის, რომლითაც "მოამბემ" მაუწყებლობა წლების წინ დაიწყო.
წლების წინ, შაბათის დადგომას მთელი საქართველო მოუთმენლად ელოდა. საღამოს 10:30 საათზე მაყურებელი "ილუზიონის" საყურებლად ემზადებოდა. კინოშედევრების ჩვენება 16 წელი გაგრძელდა. ოთარ სეფიაშვილის საავტორო პროგრამას ალტერნატივა საბჭოთა კავშირში არ გააჩნდა.
კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც კომუნისტური ეპოქის ჩარჩოში არ ჯდებოდა და ხშირად პარტიის იდეალებსაც ეწინააღმდეგებოდა გადაცემა - "ეს ესტრადაა" იყო, სადაც უცხოურ მუსიკალურ კლიპებს აჩვენებდნენ.
წლების განმავლობაში მაყურებელი დიდ დაინტერესებას იჩენდა დავით ქლიბაძის საავტორო გადაცემისადმი "სპორტული კალედეისკოპი".
მრავალი გადაცმა ასიათასობით ადამიანში დღესაც ლამაზ მოგონებებსა და დადებით ემოციებს იწვევს
ტელევიზია | ნანახები: 989 | Author: გელა | დაამატა: gela | თარიღი: 07.11.2012 | კომენტარები (0)

თანამედროვე ვიდეოკამერები კადრს კითხულობენ ხარისხიანათ და მაღალ დონეზე, ვიცით რომ გვინდა ჩქარა ავითვისოთ ახალი ტექნოლოგია.   გეგონება, იყიდი კარგ თანამედროვე ვიდეოკამერას და გადაიღებ როგორც პროფესიონალი ვიდეოოპერატორი. ყოველშემთხვევაში, ასე ფიქრობენ ზოგიერთი ახალბედები, რათქმაუნდა ეს ასე არაა და თუ ამ საქმის სპეციალისტი არ ხარ, მარტო ამბიცია იკარგება უკვე გადაღებული მასალის ნახვისას. საქმე იმაში გახლავთ რომ არსებობს გარკვეული  წესები გადაღების და ერთგვარი საიდუმლოც, როგორ უნდა გადავიღოთ სწორედ ვიდეო? ვიმედოვნებ რომ ამ კითხვის პასუხს წაკითხვის შემდეგ გაიგებთ, და თქვენი ვიდეოგადაღებები გახდება შედარებით საინტერესო.
ერთერთი პრობლემა დამწყები ადამიანების გადაღებების დროს არის არასტაბილური გამოსახულება, იგი წარმოიქმნება კამერის არასწორედ ჭერის ან ხელების კანკალის დროს. აქ საჭიროა შტატივი კამერისათვის რომ პირველადი პრობლემა მოვხსნათ, შტატივთან შეჩვევაც საჭიროა,  როცა მოვა დრო და კამერას მასზე დავაფიქსირებთ გადაღებისას გამოსახულება უკვე იქნება ძალიან კარგი. თავად გადაღების სისწორე დაკავშირებულია სწორედ ავაწყოთ მხატვრული კადრი, უმთავრესია არასოდეს არ გავამეოროთ რაიმე მოქმედება ყოველ კადრს დაურთეთ ერთგვარი ხიდი შუალედში. აგრეთვე მომავალი მონტაჟისათვის განვსაზღვროთ გადასაფარი კადრების ცალკე გადაღება და ინსცენირება. არასწორია როცა წასვლას და მოსვლას ერთდროულად ტოვებენ, სწორია როცა აქედან მხოლოდ ერთ ვარიანტს ვტოვებთ. უნდა ვიცოდეთ როგორ დავალაგოთ საშუალო და მსხვილი კადრები. ვიზუალი მხოლოდ ჩვენი გემოვნებით არ შევქმნათ ვიზრუნოთ სხვებზეც და  როდესაც გამოგიმუშავდებათ სწორი უნარჩვევა, გექნებათ თქვენ თავში გამართული არგუმენტი წარმატებაც მხოლოდ მაშინ მოვა. 
ტელევიზია | ნანახები: 992 | Author: გელა | დაამატა: gela | თარიღი: 27.10.2012 | კომენტარები (0)

შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
საიტის მეგობრები