ორშაბათი, 23.10.2017, 23:40
მოგესალმები სტუმარი

ტელე და კინო სიახლენი

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
რომელ მუსიკას უსმენთ
სულ პასუხი: 3
სტატისტიკა

ონლაინშია სულ: 1
სტუმრებიდან: 1
მომხმარებლებიდან: 0
მთავარი » სტატიები

სულ კატალოგში მასალაა: 11
ნაჩვენებია მასალა: 2-2
გვერდები: « 1 2 3 4 ... 10 11 »

 
 პროდაქტ პლეისმენტი, PRODUKT PLACEMENT -ის ერთ ერთი ფორმაა, რომელიც წარმოადგენს პარტიზანული მარკეტინგის ინსტრუმენტს. ეს ტექნოლოგია ეყრდნობა ბრენდის დანერგვას ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში ყოველგვარი თავზე მოხვევის გარეშე. მეთოდის ძირითადი დანიშნულებაა ჩვეულებრივ ყოფიერებაში ისეთი თეატრის გათამაშება მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე, რომელიც ფარულად ჩაატარებს ბრენდის სარეკლამო კამპანიას. მაყურებელი ყოველივეს ღებულობს ჩვეულებრივ, ცხოვრებისეულ ამბად და საერთოდ არ ფიქრობს, რომ მას სთავაზობენ კონკრეტულ ბრენდს.
დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ ყველაზე პირველი, კლასიკური და წარმატებული მაგალითები.
კინოში რეკლამა (ანუ Product Placement ) როგორც მოვლენა გამოჩნდა გასული საუკუნის 30-იან წლებში. მის გამოჩენას უკავშირებენ ცნობილი მეზღვაური ქალის პაპაეზე გამოსულ ფილმებს, რომელიც ჯანსაღი საკვების პროპაგანდირებას აკეთებდა და   დაკონსერვებული ისპანახის პოპულარიზაციას ახდენდა. ყველა მულტფილმი მთავრდებოდა პაპაის სიმღერით: ”ბოლოს და ბოლოს მე გავხდები ღონიერი, რადგან მივირთმევ ისპანახს  და ვიქნები ნამდვილი მეზღვაური”.
შედეგად კონსერვის გაყიდვა გაიზარდა 65-70 %-ით.
”დიდ კინოში” პირველი რეკლამა შემჩნეულია 1946 წელს ფრენკ კაპრის ფილმში – ”ეს მშვენიერი ცხოვრება”. ეს გახლდათ ტელეარხი  National Geographic-ის რეკლამა.
მაგრამ სერიოზულად  Product Placement -ს შეხედეს 1982 წელს, სტივენ სპილბერგის ფილმის ”უცხოპლანეტელების” გამოსვლის შემდეგ.  სპილბერგმა ფილმში წარმატებით ჩაწერა ტკბილეული  Reese`s Pieces-ის რეკლამა, კომპანია  Hershey`s-გან. ფილმის ჩვენების შემდეგ ამ ტკბილეულის გაყიდვა გაიზარდა 80%-ით. ყველაზე საინტერესოა, რომ ”მარსმა”  უარი განაცხადა ფილმში მონაწილეობაზე და მასში M&M რეკლამის განთავსებაზე, თუმცა სპილბერგმა თავიდანვე მას მიმართა.

კინოს რეკლამის კლასიკური მაგალითია ფილმი ჯეიმს ბონდზე. ჯერ კიდევ პირველ ფილმში ”ექიმი ნო” ჩანს (1962) მაჯის საათი  Breitling, აგრეთვე  არაყი Smirnoff .
შემდეგ ნაწილში ”მოკვდი, ოღონდ ჯერ არა”  განათავსა საკუთარი რეკლამა საათმა  Omega , ტელეფონმა Ericsson , ავტომობილმა  Aston Martin  და  BMW ა.შ.
ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ ფილმში ”ოქროს თვალი” გამოანათა  BMW, Omega, Visa, Ericsson, Martini, Smirnoff, Brioni, Heineken, Avis Rental cars, L`Oreal . ფილმი ”ოქროს თვალი”-ს ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ კონცერნმა  BMW  მხოლოდ წინასწარი 300 მილიონი დოლარის შეკვეთა მიიღო   Z3  მოდელზე. საათი Omega Seamaster -ის გაყიდვა კი ფილმის წყალობით  900%-ით გაიზარდა.
ერთ ფილმში შემჩნეული ბრენდების რეკლამირების რაოდენობის მიხედვით ლიდერობს ფილმი ბონდის სერიიდან – ”ხვალე არასოდეს მოკვდება”. ცნობილი ბრენდებიდან ფილმში შეიმჩნევა Bollinger, სასმელი  7UP , ელექტროსამართებელი Norelco, კოსმეტიკა Revlon.  Brioni -ს კოსტიუმები, Visa ბარათები, ავიაკომპანია British Airways, თოვლმავალები  Ski-Doo, ელექტრონიკა Philips, საათი Omega ,  სამგზავრო აქსესუარები Samsonite, უსადენო ყურსასმენები Plantronics,  არაყი  Finlandia  შეუცვლელი  Martini -ით. კომპანია  Ford -მა უზრუნველყო გადაღება რამდენიმე მარკის ავტომობილთან ერთად: Aston Martin, Jaguar, Thunderbird, Range Rover. ფილმის შემქმნელებმა მიიღეს 70 მილიონამდე დოლარი რეკლამის განთავსებისთვის. თუ 1995 წლამდე პირს ბროსნანი ბონდის როლში ატარებდა  Rolex -ს, 1995 წლიდან მან  Omega -ს ტარება გადაწყვიტა. პირველად ბონდმა Omega -ს Seamaster Quartz  ”ოქროს თვალში” გაიკეთა. შემდეგ ფილმებში ის  Omega Seamaster Professional Chronometer  ატარებდა. 2002 წელს, ბონდიანას პირველი ფილმის 40 წლისთავთან დაკავშირებით – ომეგამ გამოუშვა  Omega Seamaster Professional Chronometer -ის შეზღუდული რაოდენობა, რომლის უკანა თავსახურზე და სამაჯურის შესაკრავზე, აგრეთვე ციფერბლატზე გამოსახული იყო 007-ის ლოგოტიპი. ბოლო ფილმშიც, დენიელ კრეიგის შესრულებით,  ბონდს Omega Seamaster -ი უკეთია. ფილმში ”კაზინო როიალი” -ს პატარა ნარინჯისფერი 007-ის ლოგოტიპითაა წამების მაჩვენებელ ისარზე.

 

ფილმში ”სათნოების კვანტი” საათის გარდა გამოჩნდა ისეთი ბრენდები როგორიცაა ლუდი Heineken, ტელეფონი Sony, ავიაკომპანია Virgin Atlantic, არაყი  Smirnoff, საავტომობილო კომპანია  Ford Motor Co  და ა.შ.

Product Placement უცხოეთში
 

ეკრანებზე ფილმის ”ძირითადი ინსტინქტის” გამოჩენის შემდეგ, კომპანიამ Seagram’s , რომელსაც ეკუთვნის ბრენდი  Jack Daniel’s, გაზარდა ვისკის გაყიდვები 6 000 000 დოლარით. კომპანიამ ფილმის შემქმნელებს გადაუხადა 1 200 000 დოლარი მხოლოდ ერთ ფრაზაში, რომლითაც მიმართავს  მაიკლ დუგლასი შერონ სთოუნს : ” «Jack Daniel’s  გამოდგება?”. ასეთი დაბანდებით თანხა 5-ჯერ გაიზარდა.

ფილმში ”ფორესტ გამპი” გაჩნდა სასმელი «დოქტორ პეპერი».
მთავარი გმირი თეთრი სახლის მიღებაზე მოხვედრისას ერთბაშად 15 ბოთლ ამ სასმელს მოიყუდებს.
სათვალის  Wayfarer  მოდელის წყალობით ფილმში ”სარისკო საქმე” ბრენდმა  Ray-Ban  გაზარდა გაყიდვები 18 ათასიდან 360 ათას დოლარამდე პირველ წელს, ხოლო მეორე წელს 720 000 დოლარამდე. აგრეთვე მოახერხა გაყიდვის ფასის გაზრდა 30-დან 50 დოლარმდე.

ფირმა Ford Motor Company-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით სტივენ სპილბერგის  ფილმი ”იურული პერიოდის პარკის”(1993)ეკრანებზე გამოჩენის შემდეგ საგრძნობლად აიწია ავტომობილების Ford Explorer გაყიდვების რაოდენობამ.
ამერიკაში ფილმ ”ფირმის” ეკრანებზე  გამოსვლის ერთი თვის თავზე  Red Stripe -ის ლუდის გაყიდვებმა 50%-ით მოიმატა. ფილმში ჯინა ჰეკმენთან კაიმანის კუნძულებზე ჩასვლის წინ, ის ტომ კრუზს სთხოვს ჩაუტანოს ლუდი Red Strip, ბუნებრივია ამ სურვილს კრუზი შეუსრულებს.
პრაქტიკულად ყველა ჰოლივუდური ფილმი გაძეძგილია სხვადასხვა ბრენდების რეკლამით. მაგალითად, ”მატრიცაში”-ავტობობილები Cadillac, Audi,  მოტოციკლეტი Ducati , ტელეფონები Samsung და Nokia.  ”განსაკუთრებული აზრი”-ში -Lexus . ”ტაქსი”-ში ლუკა ბესონა რეკლამირებს  Peugeot-ს,”მამაკაცები შავებში” – სათვალე Ray Ban . ფილმის ”მეხუთე ელემენტის” მთავარი გმირები მხოლოდ «McDonald’s» -ში გეახლებიან. ხოლო ტომ ჰენკსის პერსონაჟი ფილმში «Cast away»   მხოლოდ საფოსტო მომსახურეობა  Federal Express (FedEx)-ით სარგებლობს.
Philips, America Online, Coca-Cola, Heineken, Volkswagen, Ford, Chili`s, Eggo Waffles, Hot Pockets, Starbucks, Frosted Flakes, Virgin, Jerri Springer და Bob`s Big Boy-მ მიიღეს მონაწილეობა ფილმში:”ოსტინ პაუერსი:”შპიონი , რომელმაც შემაცდინა”.
რობერტ როდრიგესის ფილმი ”ცოდვების ქალაქი” გატენილია რეკლამებით. ძირითადად ეს ავტომობილების რეკლამაა, მაგრამ არა მხოლოდ. მაგალითად: American Express, Beretta, Cadillac, Chevrolet, Chrysler, Converse, Discover, Ferrari, Ford, Jaguar, Lincoln, MasterCard, Mercedes, Motorola, Porsche, Zippo, Heineken, Pepsi და სხვები.

კინო | ნანახები: 295 | Author: გელა | დაამატა: gela | თარიღი: 13.11.2012 | კომენტარები (0)

1-1 2-2 3-3 4-4 ... 10-10 11-11
შესვლის ფორმა
ძებნა
ჩემი კალენდარი
საიტის მეგობრები