რეჟისორი ფილმის დამდგმელი, რომელიც ხელმძღვანელობს მისი შექმნის მთელ შემოქმედებითსა და საწარმოო მუშაობას. ფილმის იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრის განსახორციელებლად რეჟისორი მუშაობს მსახიობებთან, დამდგმელ ოპერატორთან, მხატვართან, კომპოზიტორთან, აღწევს ფილმის დრამატულ, რიტმულსა და სახვით გადაწყვეტის ერთიანობას. თეატრალური ან კინემატოგრაფიული დადგმის სამხატვრო ხელმძღვანელი, დამდგმელი, რომელიც აერთიანებს სპექტაკლის მოსასმზადებელ ყველა სამუშაოს.