ორშაბათი, 29.04.2024, 01:32
მოგესალმები სტუმარი

ტელე და კინო სიახლენი

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
მინი-ჩეთი
სტატისტიკა

ონლაინშია სულ: 1
სტუმრებიდან: 1
მომხმარებლებიდან: 0
მთავარი » სტატიები » კინომატოგრაფია » კინო

ედვარდ ნორტონი: “კინო არის სფერო, სადაც პროგნოზები არ მართლდება”

ედვარდ ნორტონი: "კინო არის სფერო, სადაც პროგნოზები არ მართლდება”

(ინტერვიუ ედვარდ ნორტონთან)

 

როდის მიხვდით, რომ კარგი სამსახიობო მონაცემები გქონდათ?

ახალგაზრდობაში რამდენიმე შემთხვევა მქონდა, როცა ისეთი სპონტანურობა გამოვიჩინე, რომ საკუთარმა თავმა გამაოცა. სწორედ ამ სპონტანურობამ მიმახვედრა, რომ მსახიობობა იყო საქმე, რომელსაც უნდა გავყოლოდი.

თუმცა, რთული პერიოდებიც გქონდათ…

კი, ყოფილა შემთხვევები, როცა ახალ როლზე მუშაობისას მე თვითონ მივმხვდარვარ, რომ ჩემი პერსონაჟის მიმართ ვერაფერს ვგრძნობ და ძალიან ყალბი ვარ. ეს ბუნებრივია, ამ საქმეში ყოველთვის თანაბრად ძლიერი ვერ იქნები. ხანდახან ჩემი თავისთვის კითხვაც კი დამისვამს – რა ჯანდაბას ვაკეთებ ახლა? თუმცა, ამაზე პასუხი არასდროს მქონდა.

მაგრამ ხომ გაბედნიერებთ თქვენი პროფესია?

ვფიქრობ, რომ კი. მთავარია, გააზრებულ და იმპულსურ შემოქმედებითობას შორის ბალანსი იპოვო. მხოლოდ პერფექციონისტული შესრულება შეიძლება დამღლელი იყოს, ხოლო იმპულსური და სპონტანური თამაშით გაერთობი კიდეც. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ამ ორის მართვის უნარი და დაბალანსება აუცილებელია. ისე, მხიარულების გარეშე კინოგადაღებები ვერც წარმომიდგენია. აუცილებელია, რომ საკუთარი საქმით სიამოვნებას იღებდე.

ალბათ, ხანდახან მოგბეზრებიათ კიდეც…

რა თქმა უნდა.

როდის ხდება ასე?

სხვადასხვა მიზეზით შეიძლება მოგბეზრდეს შენი საქმე და გადაიღალო. თუ ამ სფეროში ხარ, აუცილებელია, რომ ბოლომდე მასში იყო. ასეთ დროს სხვა დანარჩენისთვის დრო აღარ გრჩება. ერთადერთი გამოსავალი შემოთავაზებებზე უარის თქმაა და მეც ვცდილობ, ზედიზედ ბევრ ფილმში არ ვითამაშო.

ალბათ, ასე ახალგაზრდულადაც იმიტომ გამოიყურებით, რომ თავს ზედმეტად არ იღლით…

მე იმ რამდენიმე მსახიობს შორის ვარ, ვინც საკუთარ ასაკთან დაკავშირებით ყოველთვის იტყუება.

ყველა ახალი პროექტის დაწყების წინ განსაკუთრებულად ემზადებით?

მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია. უამრავ რამეს ვაკვირდები – ტანსაცმელს, მუსიკას, ხმას… ვიცი, რომ უცნაურად ჟღერს, მაგრამ ხანდახან ტანსაცმელი პერსონაჟის ხასიათის უკეთ შეცნობაში ძალიან მეხმარება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ხმაც.

ხმა?

დიახ. ერთ-ერთ ფილმზე მუშაობისას, დეტროიტის მახლობლად მდებარე ციხის პატიმრებთან საკმაოდ დიდი დრო დავყავი. იქ ერთი პატიმარი იყო, რომელსაც წარმოუდგენლად ხავერდოვანი ხმა ჰქონდა. მინდოდა, როგორმე მიმემსგავსებინა ჩემი ხმა, მაგრამ არაფერი გამომივიდა.

ციხეში როგორ დადიოდით? ასე მარტივად დაგრთეს ნება, რომ პატიმრებთან შეხვედრები გაგემართათ?

მარტივად არა. პატიმრებს საჯარო შეხვედრებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახებში ვხვდებოდი, სადაც, რა თქმა უნდა, ყველაფერი კონტროლდებოდა. მათ საკნებში ფეხი არ შემიდგამს და არც არავინ შემიშვებდა.

ის, რომ ჩაკეტილი ადამიანი ხართ და თქვენს ცხოვრებაზე მაყურებელმა ბევრი არაფერი იცის, თქვენი პროფესიისთვის სასარგებლოა?

დიახ. რაც უფრო საჯარო ადამიანი ხარ, მით უფრო გეზღუდება თავისუფლება. ამიტომ, ზედმეტი ხმაურისგან თავს ყოველთვის შორს ვიჭერ. 

თუმცა, ვიღაცები ამბობენ, რომ ამისგან თავდაცვა შეუძლებელია და როგორც უნდა ეცადო, მედია მაინც ჩაერევა შენს ცხოვრებაში…

მე ასე არ ვფიქრობ და ვთვლი, რომ სადავეები ჩვენს ხელთაა. მთავარია, ლავირება შევძლოთ. გარკვეული დრო სჭირდება იმის სწავლას, როგორ აირიდო, ან მაქსიმალურად შეამცირო სხვისი ჩართულობა შენს საქმესა და პირად ცხოვრებაში.

გაწუხებთ, როცა თქვენი ფილმები ისეთ წარმატებას ვერ აღწევენ, როგორსაც ელოდით?

არა, არა. მე ყველა ფილმზე ერთი და იმავე შემართებით ვმუშაობ. ბოლო წლებში, რამდენიმე საავტორო ფილმში მივიღე მონაწილეობა. მაგალითად, ილუზიონისტის ასეთ წარმატებას საერთოდ არ ველოდით, თუმცა, პირიქით მოხდა. ამ სფეროში ყველაფერი ხდება, უკვე საკმარისი გამოცდილება დამიგროვდა.

რას გულისხმობთ?

მებრძოლთა კლუბი დღეს რომ გამოსულიყო, არც კი ვიცი, რა გამოხმაურება მოჰყვებოდა. კინო არის სფერო, სადაც პროგნოზები არ მართლდება.

კატეგორია: კინო | დაამატა: gela (12.09.2018) | ავტორი: მოამზადა ნინო დოლიაშვილმა
ნანახია: 632 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 qHdxmouPK   (14.01.2024 23:15) [მასალა]
Disulphide bonds between certain amino acids are required for the strength and flexibility of both nails and bones <a href=https://alevitra.mom>levitra generique pas cher</a> 95 ОјОј PCOS Methanolic extract 30 mg kg 88

le border=0 cellSpacing=1 cellPadding=2 width="100%">
სახელი *:
Email:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
საიტის მეგობრები